Monday, May 9, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - ჩემი პროექტი "გავუფრთხილდეთ დედამიწას"

ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტებით სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მოოღებენ სამუშაოს ირგვლი უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება სწორად შესრულებაში.
ამ მოდულის მსვლელობისას ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე,როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი, რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.


მერვე დღე

მეექვსე და მეშვიდე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერემცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით
- მასწავლებელი დიფერენცირებულ სწავლებას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით;
- მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს  თავის  უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება;
-ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის . გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად;
- შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.

Saturday, May 7, 2016

მეშვიდე დღე




მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
- პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ კოლეგის სავარაუდო ნაშრომი;
- გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს;
- პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ, შეფასების დროის ჩარჩოში;
- ჩავამატე შეფასების ორი ინსტრუმენტი - ჩეკლისტი და რუბრიკა;
- გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები;

Sunday, April 24, 2016

მეექვსე დღე

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით,. რომელიც გაუადვილებს მითითებული დავალების შესრულებას
შვქმენით ჩეკლისტი, რაც დაეხმარება მოსწავლეს ( მოსწავლეთა ჯგუფს) სწორად შეაფასოს შესრულებული დავალება და მოახდინოს თვითშეფასება.

Saturday, April 23, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ...
- ბლოგზე დავდეთ პრეზენტაცია
-მოვახდინეთ კოლეგის პრეზენტაციის შეფასება რუბრიკებით, რათა მიგვეცა განმავითარებელი კომენტარები
- ვისწავლეთ Bookmarks-ის გამოყენება, რაც დამეხმარება სწავლის პროცესში დავიმახსოვრო საჭირო საიტები და ადვილად გავხსნა ვებ-გვერდი
- გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს, რომ კვლევაში ჩავრთო მოსწავლეები, რათა სიტყვათა კომბინაცია ჩასვან ბრჭყალებში
- გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელსაც გავაცნობ მოსწავლეებსაც

Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით

გავეცანით ხუთ სტრატეგიას
ამ სტრატეგიაში გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს
ეს მეთოდები და ინსტრუქციები დამეხმარება შევუფასო მოსწავლეებს:
1.წინარე ცოდნა და საჭიროებების დადგენა
2.პროგრესის მონიტორინგი
3.თვითრეგულირება და თანამშრომლობა
4.მეტაშემეცნების წახალისება და გაგების შემოწმება
5.გაგების დემონსტრირება

გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია


Saturday, April 16, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით
სტანდარტები დამეხმარა:
მოვარგო ესგ-ს
პროექტის მიზნები შევიმუშავო

საკვანძო კითხვები დამეხმარა:
გამოწვევაში
საპროექტო საკითხების სიღრმისეულ წვდომაში

Sunday, April 10, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს ბლოგზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში
- პორტფოლიოს შექმნა - რისგან შედგება პორტფოლიო;
-პროექტის დაგეგმვა;
- ბლოგის შექმნა
- შეჯამების დადება ბლოგზე;
- პუბლიკაციის შექმნა - გავაცნო სამიზნე ჯგუფს ჩემი პროექტი;
- გავეცანი ელექტრონულ წიგნს "პროექტებით სწავლება";