მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
- პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ კოლეგის სავარაუდო ნაშრომი;
- გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს;
- პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ, შეფასების დროის ჩარჩოში;
- ჩავამატე შეფასების ორი ინსტრუმენტი - ჩეკლისტი და რუბრიკა;
- გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები;
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
ReplyDeleteტექნოლოგიების გამოყენებით ხელშეწყობილია სწავლის პროცესში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. დავალება წარმატებითაა შესრულებული.