ჩემი პროექტის პორტფოლიო - ჩემი პროექტი "გავუფრთხილდეთ დედამიწას"
ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტებით სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მოოღებენ სამუშაოს ირგვლი უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება სწორად შესრულებაში.
ამ მოდულის მსვლელობისას ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე,როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი, რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
No comments:
Post a Comment