ჩემი პროექტის პორტფოლიო - ჩემი პროექტი "გავუფრთხილდეთ დედამიწას"
ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტებით სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მოოღებენ სამუშაოს ირგვლი უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება სწორად შესრულებაში.
ამ მოდულის მსვლელობისას ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე,როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი, რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
Monday, May 9, 2016
მერვე დღე
მეექვსე და მეშვიდე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერემცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით
- მასწავლებელი დიფერენცირებულ სწავლებას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით;
- მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავის უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება;
-ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის . გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად;
- შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.

Saturday, May 7, 2016
მეშვიდე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
- პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ კოლეგის სავარაუდო ნაშრომი;
- გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს;
- პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ, შეფასების დროის ჩარჩოში;
- ჩავამატე შეფასების ორი ინსტრუმენტი - ჩეკლისტი და რუბრიკა;
- გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები;
Subscribe to:
Posts (Atom)